
VIII ნაკადი - (8 დღე, 7 ღამე)
მწვანე ბანაკის 9 წლის საიუბელეო ფასდაკლება ეხება მერვე ნაკადს, 1190 ლარის ნაცვლად, ღირებულება 950 ლარს შეადგენს.
ფასი მოიცავს:
სასტუმროში განთავსებას
ოთხჯერად კვებას
ტრანსპორტირებას
ასაკობრივ და განმავითარებელ პროგრამას
ინდივიდუალურ მიდგომას და 24/7 მეთვალყურეობას
მონაწილეთა ასაკი და გუნდებში გადანაწილება: ბანაკში 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები/მოზარდები იღებენ მონაწილეობას. იქმნება შიდა ვიწრო ასაკობრივი ჯგუფები: 8-9 წლის, 10-11 წლის, 12 წლის, 13-14 წლის, 15-16 წლის ბავშვებისგან. ჯგუფებში 12-15 ბავშვია და 2 ლიდერი ხელმძღვანელობს.
ოთახებში განთავსება: თითოეულ ოთახში 3 ან 4 ბავშვია, რომლებიც ასაკისა და სქესის მიხედვით ნაწილდებიან ერთად.
საზაფხულო ბანაკი:
რომელ სასტუმროში ვბანაკდებით?
საზაფხულო ბანაკის მასპინძელი სასტუმრო 2026 წელს მანგლისი რეზორტია.
აქტივობები და პროგრამა:
დღის განმავლობაში მრავლფეროვანი აქტივობები გვაქვს:
• პიროვნული განვითარება და გუნდის შეკვრა (Team Building) ასაკობრივ ჯგუფებში;
• არჩევითი აქტივობები: არტი და კრაფტი, აუზი, სამაგიდო თამაშები, ფრენბურთი, კალათბურთი, ცოცვა, ბატუტი და ა.შ.
• დიდი ერთობლივი საღამოს ღონისძიებები: განძის ძიება, სკეტჩები და სხვა აქტივობები, რომელიც ორიენტირებულია ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, სოციალური უნარების განვითარებაზე.
გაჯეტებით სარგებლობა და კომუნიკაცია: ბავშვები ტელეფონებით დღეში ერთხელ, 1-1.5 საათით სარგებლობენ. მშობლებისთვის კი შეიქმნება თითოეული ნაკადის WhatsApp ჩატი და დახურული ჯგუფი, ფოტო/ვიდეო მასალისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის.
უსაფრთხოება: ექიმი, ფსიქოლოგი, ვიდეო მონიტორინგი - 24/7; გამართული სახანძრო უსაფრთხოება, სასტუმრო და ეზო წინასწარ გადის გეგმიურ, ტექნიკურ დათვალიერებასა და მღრღნელებისგან დაცვას.
სიახლე:
• თეატრალური სტუდია და უშუალოდ მსახიობების ჩართულობა პერფორმანსების და ფილმების მომზადებაში.
• მოწვეული სტუმრები მრავალფეროვანი ვორქშოფებით/აქტივობებით.





